Sunday, November 27, 2016

რეფლექსია დღე მეცხრე

  ტრენინგის  ბოლო  დღეს  შევაჯამეთ  პროექტები, კიდევ  ერთხელ  განვიხილეთ  პროექტის  ეტაპები  ,  გამოვთქვით  მოსაზრებები  ,  განვიხილეთ  პროექტის  პორტფოლიები.   დიდი  მადლობა  ბატონ  დავითს  ასეთი  ნაყოფიერი  მუშაობისათვის,  ვფიქრობ  მიღებული  ცოდნა  მომავალში  ძალიან  გამოგვადგება.

Saturday, November 26, 2016

რეფლექსია, დღე მერვე

                                    რეფლექსია,  დღე  მერვე
      ტრენინგის   მერვე  დღეს  განვიხილეთ   ჩვენი   პროექტის  მდგომარეობა ,  დავხვეწეთ  და  უფრო  სრულყოფილად  ჩამოვაყალიბეთ  პროექტის  თითოეული  პუნქტი  და  დავასრულეთ  პორტფოლიოს   შევსება.    პროექტმა  თითქმის  დასრულებული  სახე  მიიღო.  უმცირესი  დეტალების  გათვალისწინებით ,  რომელსაც  ტრენერი  მიგვანიშნებს,  პროექტი  უკვე  სრულყოფილ  სახეს  მიიღებს. მადლობა  ამ  დღისათვის  ბატონ  დავითს!

Sunday, November 20, 2016

რეფლექსია, დღე მეშვიდე

              მეექვსე  დღე  საპატიო  მიზეზით  გამიცდა,  მაგრამ  ტრენერის  და  მეგობრების  დახმარებით   გადაცემული  საკითხები  და  მასალა  ადვილად   გავიგე.
           მეშვიდე  დღეს  დეტალურად  ვიმუშავეთ ( ჩვენი  გეგმების  მიხედვით) შეფასების  მეთოდებსა  და  შეფასების  ინსტრუმენტებზე,  გავაანალიზეთ  მათი  ურთიერთშესაბამისობა ,  გამოყენების  დადებითი  და  უარყოფითი  ასპექტები. მივედით  ზუსტად  იმ  მოცემულობამდე,  რაც  ყველაზე  მეტად  გამოგვადგება  ჩვენი  პროექტის  განხორციელებისათვის.  ასევე   ჩამოვაყალიბეთ  პროექტის   განხოეციე
 ლების   პროცედურების  დეტალები  და   მსვლელობა.  მიხარია,  რომ   პროექტი    ეტაპობრივად   იძენს მთლიან ,  ჩამოყალიბებულ  სახეს.  დღევანდელი  დღეც  ნამდვილად  საინტერესო  და  სასარგებლო  გამოდგა.

რეფლექსია, დღე მეხუთე

     მეხუთე  დღეც  ძალიან  საინტერესო  და  დატვირთული  იყო.   დეტალურად  განვიხილეთ  შეფასების სქემების  სხვადასხვა  ვარიანტები- პროექტის  დასაწყისში,  პროექტის მსვლელობისას, პროექტის  დასრულების  შემდეგ. გავაანალიზეთ  შეფასების  კრიტერიუმები და  შეფასების  რუბრიკები.  ჩემთვის  ბევრი  საინტერესო  და  სასარგებლო  სქემები  განვიხილეთ, რომლებიც  ძალიან  გამომადგება   შემდგომ   მუშაობაში.

Sunday, October 30, 2016

რეფლექსია, დღე მეოთხე


       დღეს  განვიხილეთ  პორტფოლიოს  შექმნა  დისკზე,  გავაკეთეთ  პორტფოლის  ჩამონათვალი  დ  გადავიტანეთ  ბლოგში.  ასევე  განვიხილეთ მიმართულების  მიმცემი  საკვანძო   კითხვები  და  მოსწავლის  ნამუშევრის დაგეგმვა.  მაგ.  პრეზენციის  მომზადების  კრიტერიუმები.  ყველა დეტალი  მნიშვნელოვნად  საინტერესო  და  საჭირო  არის  პროექტის  მომზადებისათვის. კმაყოფილი  ვარ.

პროექტის პორტფოლიო

     პორტფოლიოს  სანახავად  გადადით  ბმულზე

Saturday, October 29, 2016

რეფლექსია დღე მესამე

    ტრენინგის  მესამე  დღე  უფრო  საინტერესო  და  მრავლისმომცველი   გამოდგა. შევისწავლეთ  ისეთი საკითხები,  რომლებიც  აქამდე  რთულად    ან  არ გამომდიოდა . განსაკუთრებით  მომეწონა გუგლის  დისკში  მუშაობა.  იმედია ამას  ყველაფერს  შემდგომში  აქტიურად  გამოვიყენებ    პროექტების  შექმნისათვის  და  საერთოდ  ჩემს საქმიანობაში.

Sunday, October 23, 2016

რეფლექსია. დღე მეორე.

         ტრენინგის  მეორე  დღე  უფრო  საინტერესო  იყო. გავეცანით  რამდენიმე  პროექტს,  მათ  გეგმებსა  და   ამ  პროექტის  განხორციელებისათვის  საჭირო  მასალებს.  აღნიშნულმა  მასალებმა  კიდევ   ერთხელ  დამარწმუნა  პროექტის,როგორც  სწავლების  ერთერთი  საუკეთესო  მეთოდის  უპირტესობაში,  განსაკუთრებით   ისეთი  თემების  განხილვისას,  რომელიც  მოითხოვს დიდი ინფორმაციის  მოგროვებასა  და  დახარისხებას.  გავეცანი  რამდენიმე  საინტერესო  ვებ-გვერდებს,  რაც  გაგვიადვილებს  მუშაობას.

Saturday, October 22, 2016

პირველი დღე. რეფლექსია

                ტრენინგის  პირველი  დღე   საკმაოდ  დაინტერესო  და  დატვირთული  იყო.  იმედია  მომავალ  დღეებში  უფრო  მეტს  შევისწავლით  მოცემულ  თემებზე .ამის  გარანტიას  ტრენერის  მაღალი  პროფიალიზმი  მაძლევს. რა  თქმა  უნდა   ეს  ყველაფერი  ჩემს  მომავალ  მუშაობაზეც  აისახება  და  რაც  ყველაზე  მთავარია -    უფრო  მაღალ  შედეგებზე  გასვლაში  დამეხმარება.