მეექვსე დღე საპატიო მიზეზით გამიცდა, მაგრამ ტრენერის და მეგობრების დახმარებით გადაცემული საკითხები და მასალა ადვილად გავიგე.
მეშვიდე დღეს დეტალურად ვიმუშავეთ ( ჩვენი გეგმების მიხედვით) შეფასების მეთოდებსა და შეფასების ინსტრუმენტებზე, გავაანალიზეთ მათი ურთიერთშესაბამისობა , გამოყენების დადებითი და უარყოფითი ასპექტები. მივედით ზუსტად იმ მოცემულობამდე, რაც ყველაზე მეტად გამოგვადგება ჩვენი პროექტის განხორციელებისათვის. ასევე ჩამოვაყალიბეთ პროექტის განხოეციე
ლების პროცედურების დეტალები და მსვლელობა. მიხარია, რომ პროექტი ეტაპობრივად იძენს მთლიან , ჩამოყალიბებულ სახეს. დღევანდელი დღეც ნამდვილად საინტერესო და სასარგებლო გამოდგა.
No comments:
Post a Comment